ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში კორპუსების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში კორპუსების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლება N4 ვ, გ და N16 ვ, გ კორპუსების მოძველებული კომუნიკაციები იცვლება. N4 ვ, გ კორპუსების პროექტის ფარგლებში, 270 გრძივ მეტრზე წყალარინებისა და წყალსადენის ახალი ქსელი მოეწყობა, ასევე, 4 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება. N16 ვ, გ კორპუსებში კი წყალარინების ახალი მილები 207 გრძივ მეტრზე მოეწყობა და 2 ჭა დამონტაჟდება.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნული კორპუსების მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტებით პრობლემები 190 ოჯახს მოუგვარდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები