ნაძალადევის გამგეობისგან 6 300 სასურსათო პაკეტი სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, შშმ პირებს, ხანდაზმულებსა და ვეტერანებს გადაეცემათ

ნაძალადევის გამგეობისგან 6 300 სასურსათო პაკეტი სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, შშმ პირებს, ხანდაზმულებსა და ვეტერანებს გადაეცემათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნაძალადევის რაიონის გამგეობა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, შშმ პირებს, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებსა და ვეტერანებს ნობათებს გადასცემს.

6 300 სასურთო პაკეტი უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, ხანდაზმულებს, უსინათლოებსა და ომის ვეტერანებს გადაეცემათ. ნობათების გაცემა ნაძალადევის რაიონში არსებულ 10 უფასო სასადილოში ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს და პროცესი ხვალ დასრულდება.

სადღესასწაულო ნობათების შესაძენად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 298 807 ლარი გამოყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები