მთავრობის სურვილია, რომ პანდემია რაც შეიძლება მალე დაიძლიოს და ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდეს.

მთავრობის სურვილია, რომ პანდემია რაც შეიძლება მალე დაიძლიოს და ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდეს.

რა თქმა უნდა, კოვიდპანდემიასა და მიმდინარე დინამიკას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ ყველა სიტუაციისა და ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკის გახსნას შევუწყვეთ ხელი და დავიწყეთ ეს პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის სურვილია, რომ პანდემია რაც შეიძლება მალე დაიძლიოს და ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდეს.

„ყველას მინდა მარტივი წესის დაცვისკენ მოვუწოდო, რომელიც აუცილებელია პანდემიის პრევენციისთვის: ეს არის ნიღბის ტარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები