მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა

მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა

მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა.

კანონმდებლები ტიკარაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. ეკატერინე ტიკარაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება კოვიდ 19-ის მართვის სტრატეგიაზე, ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესზე გაამახვილა.

„როგორც ჯანდაცვის მინისტრს შემიძლია, დანამდვილებით განვაცხადო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია და მიღებული გამოცდილებით აუცილებლად შევძლებთ სათანადო პასუხი გავცეთ პანდემიის სირთულეებს.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით პანდემიის მესამე ტალღასთან გამკლავების პროცესში. მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის მესამე ტალღა ბევრად საფრთხილო და საყურადღებოა, რამდენადაც ამ ეტაპზე საქმე გვაქვს ვირუსის განსხვავებულ შტამებსა და განსხვავებულ გამოწვევებთან. სწორედ ამიტომ, მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და საზოგადოებას მოვუწოდო მეტი სიფრთხილისკენ. მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, აქტიურად გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და რაც მთავარია, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ვაქცინა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უდიდესი მონაპოვარი და მასზე ჩვენმა საზოგადოებამ დეზინფორმაციის გამო, უარი არ უნდა თქვას. ვაქცინაცია ჩვენი უფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა. მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები