მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა

მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა

ბოლო დღეებში, ოპოზიციის მხრიდანაც გაისმის იმედისმომცემი განცხადებები, რომ ისინი იმედიანად არიან განწყობილნი. ძალიან სასურველია, რომ მოლაპარაკება შედეგიანად დასრულდეს, თუმცა, შეუძლებელია, რომ იქ, სადაც წითელი ხაზი უნდა გაივლოს, ვგულისხმობ ამომრჩევლის ნების გარკვევას, გადიოდეს შეთანხმების ხაზი, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ სიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა, რევიზია, ხელმეორედ ჩატარება და ადამიანებისთვის კითხვა, თუ რა არის მათი არჩევანი მაშინ, როდესაც ეს ერთხელ უკვე გაკეთებულია. არავითარი საფუძვლიანი ეჭვი არ ყოფილა. ვფიქრობ, განსახილველი უნდა იყოს სხვა საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც, მიმდინარეობს მუშაობა, იმისთვის, რომ ვიპოვოთ ისეთი თემები, რაზეც საერთო კონსენსუსის ნახვას შევძლებთ. ალბათ, ახლო მომავალში, ყველა ოპოზიციური პარტია ჩამოყალიბდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება მათი ზოგადი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები