მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელევიზიას დაანონსებული აქციის წინ ვრცელი ინტერვიუ მისცა თავის სამომავლო გეგმებზე

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელევიზიას დაანონსებული აქციის წინ ვრცელი ინტერვიუ მისცა თავის სამომავლო გეგმებზე

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელევიზიას დაანონსებული აქციის წინ ვრცელი ინტერვიუ მისცა თავის სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის პოროშენკოს მოთხოვნებს არ შეასრულებს, ექსტრადიცია და საქართველოში ციხე ელოდება.

სააკაშვილმა თავისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდიც გაიხსენა: ჩვენ არასდროს არაფერი აგვიღია ქვეყნიდან, არც მე და არც ჩემი მთავრობის მინისტრებს. ჩვენი ერთ-ერთი მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა და იქ მუშაობს მძღოლად, მეორე მინისტრი კი სანტექნიკად, ძალიან მაგარი ბიჭია სხვათა შორის.

დიახ, მძღოლად მუშაობს, ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი იყო…რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ვიკრიბებოდით, ერთმანეთს ვეკითხებოდით, რამდენმა ფულმა გაიარა ჩვენს ხელში, რამე ბიზნესი მაინც დაგვეწყო, ან იმდენ რამე ვაშენებდით და მიწები მაინც გვეყიდაო, მაგრამ არა! არცერთს გაგვიკეთებია ასეთი რამ. მე არ ვაკეთებდი და ამიტომ არც სხვები აკეთებდნენ.

რა არის, იცით, მე არ შემიძლია! მე არ შემიძლია მოვპარო ქვეყანას!” – განაცხადა სააკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები