მიხეილ ჯანელიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს

მიხეილ ჯანელიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი პარტიის და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების გაძლიერებას მოემსახურება.

ამასთან, მიხეილ ჯანელიძე არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, განიხილება თუ არა ექს-პრემიერის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე.

“მე დარწმუნებული ვარ, პარტიის თავმჯდომარედ მისი არჩევის შემთხვევაში, ის მოემსახურება პარტიის გაძლიერებას და, ზოგადად, პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო გაძლიერებას ქვეყნის შიგნით. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, ეს ფაქტი ძალიან კარგია. თუმცა, არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, იქნება თუ არა ივანიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები