მიხეილ ბატიაშვილმა შსს-ს და ამერიკელ პარტნიორებს „უსაფრთხო სკოლის“ მიმართულების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

მიხეილ ბატიაშვილმა შსს-ს და ამერიკელ პარტნიორებს „უსაფრთხო სკოლის“ მიმართულების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტმა მიხეილ ბატიაშვილმა „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის ფარგლებში იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება.

„დაინერგება თვისობრივად განსხვავებული მიდგომა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა“ , – განაცხადა მინისტრმა და „უსაფრთხო სკოლის“ მხარდაჭერისთვის შსს-ს და ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, გაძლიერდება და გაფრთოვდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები. შესაბამისად, ახალი ცენტრები საქართველოს კიდევ კიდევ ორ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში გაიხსნება, სადაც მოსწავლეებს მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები მოემსახურებიან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები