მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქზე ცილისმწამებლური განცხადებების გამო, მრევლს სინანულისკენ მოუწოდა

მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქზე ცილისმწამებლური განცხადებების გამო, მრევლს სინანულისკენ მოუწოდა

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის ქადაგების დროს მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქზე ცილისმწამებლური განცხადებების გამო მრევლს სინანულისკენ მოუწოდა.

ჩვენ დღეს ბევრი რამის გამო უნდა ვითხოვოთ შენდობა ყველამ – ეს არის აფხაზეთი, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო დღეს აღარ არის საქართველოს ტერიტორია, დროებით, რა თქმა უნდა, ოკუპირებულია და კიდევ, ჩვენ უნდა გამოვხატოთ სინანული ჩვენი პატრიარქის მიმართ, დღეს ისევე არის ცილისწამება მის მიმართ, როგორც იოანე ოქროპირის მიმართ იყო თავის დროზე და უნდა ვთხოვოთ ჩვენ შენდობა პატრიარქს, შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს და მაშინ ღმერთი ყველაფერს დაგვიბრუნებს. აი ასეთი განწყობით უნდა მოვემზადოთ დიდი წმინდა მარხვის დასაწყებად” – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა საკვირაო ქადაგებისას.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები