მეუფე იაკობი უკრაინის ავტოკეფალიაზე: ჩვენ რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ

მეუფე იაკობი უკრაინის ავტოკეფალიაზე: ჩვენ რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ

„ჩვენ რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ. საქართველოს ინტერესებზე ვიფიქროთ”, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრისას განუცხადა.
„ჩვენ რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ. საქართველოს ინტერესებზე ვიფიქროთ. ჩვენ გვაქვს აფხაზეთი და პირდაპირ გეუბნებით, ვთქვათ ვცანით და რუსეთმა მიიერთა აფხაზეთი, დააწერინა, ჯარებიც ჰყავს, დააწერინა და მიიერთა, მერე ჩვენთან ვინც არიან, რას იტყვიან, ვინც ემხრობა იმას, მაინც წაგვართმევდაო? კარგიაო? მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ. მე, პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოზე ვიქრობ, ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ და უცხოეთშიც რომ დავდივარ, საქართველოსთვის დავდივარ ხოლმე, არა მარტო უნივერსიტეტისთვის, რომ იცოდეთ“, – განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები