მესტიის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს სცემეს

მესტიის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს სცემეს

მესტიის მუნიციპალიტეტის, ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში პოლიციელებს სცემეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევაა.

ადგილობრივები სამართალდამცავების მოწოდებას, რომ სახლში წასულიყვნენ, არ დაემორჩილნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის მონაწილე ხუთი ადგილობრივიდან, სამი დაკავებულია. ორ პირს ამ დრომდე ეძებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები