მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს

მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში, თხილამურებით სრიალის დროს, გერმანიის მოქალაქე დაშავდა.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს.

ტურისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები