მარნეულში მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

მარნეულში მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 2 000 მ2 და 3 000 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 94 000 ლარს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მიყენებული ზიანი 36 000 ლარის ოდენობით სრულად იქნა ანაზღაურებული. უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები