მარგველაშვილი-ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა დათმო, მაგრამ შედგა თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება ”ქართულ ოცნებას” და ვენეციის კომისიას

მარგველაშვილი-ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა დათმო, მაგრამ შედგა თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება ”ქართულ ოცნებას” და ვენეციის კომისიას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მისი და ოპოზიციური სპექტრის მიერ შედგენილი დოკუმენტი ”უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ გადახედოს თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას”.

როგორც მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დოკუმენტი გადაეგზავნება ”ქართულ ოცნებას” და ვენეციის კომისიას.

”ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა დათმო, მაგრამ შედგა თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება ”ქართულ ოცნებას” და ვენეციის კომისიას. იმ იმედით და განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ, ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა საერთომდე და თანხმობამდე. ყოველ შემთხვევაში ის მითი, თითქოს საქართველოში განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვერასდროს ვერაფერზე თანხმდებიან, ნამდვილად დამსხვრეულია. სრულიად განსხვავებული შეხედულების პარტიები დგანან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე. ამისათვის საჭიროა თანხმობის სულისკვეთება, დიალოგი, სადაც შენ არა ხელის გადაწევას, არამედ სხვის აზრს მოისმენ. იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები