მამუკა ყირიმელი- „ქალაქის გულთან“, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე კვლავ ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რჩება

მამუკა ყირიმელი- „ქალაქის გულთან“, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე კვლავ ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რჩება

“27 თებერვალს ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ცეცხლი ორ სართულზე – ნულ და მესამე სართულზე დახვდათ”,-ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა ყირიმელმა განაცხადა. მისივე თმით, უცნობია თუ რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი.

როგორც ყირიმელმა აღნიშნა, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე კვლავ ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რჩება.

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დამწვარია 3 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები