მახსოვს 2006 წელს, როგორ დაემუქრა ოქრუაშვილი კახელ ფერმერებს

მახსოვს 2006 წელს, როგორ დაემუქრა ოქრუაშვილი კახელ ფერმერებს

თავდაცვის ყოფილ მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ჯგუფის „ძალა ერთობაშიას“  საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მას ძალიან კარგად ახსოვს თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება, როცა ოქრუაშვილი 2006 წელს კახეთში რთველის შტაბს ხელმძღვანელობდა და მაშინ კახელ ფერმერმერებს დაემუქრა, თუ რთველის მიმდინარეობაზე რამე პრეტენზია ექნებოდა, დააპატიმრებდა.

“მედიიდან შევიტყვე, რომ ოქრუაშვილი თავის გუნდს დაუბრუნდა – ნაცმოძრაობას. ეს ჩემთვის კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რა პოლიტიკური “მორალი” აერთიანებთ ჩვენს ოპონენტ(ებ)ს. მე ჩვენ კახელ გლეხებს მინდა შევპირდე, რომ ოქრუაშვილი და ნაციონალური მოძრაობა საქართველოში ცეცხლით და მახვილით რთველს ვერასდროს ჩაატარებენ და ვერც ვენახის გაჩეხვას მოსთხოვენ. კახელ გლეხებს, რომლებმაც წელს 285 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარეს, დაიცავს საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც დღეს ქართული ოცნება უდგას მმართველობის სათავეში. ეს არის ის განსხვავება, რომელიც ასევე ადეკვატურად აისახება არჩევნების მეორე ტურში. ბარაქა ჩემო კახელებო”- განაცხადა საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც 2006 წელს კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანნელობდა კახელებს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედების შემთხვევაში მათ დაპატიმრებით დაემუქრა და განაცხადა: “მოსახლეობას ავუხსენით, რომ შანტაჟის ენით საუბარს ვერ მივიღებთ, მიუხედავად იმისა, აწყობთ თუ არა გლეხებს, მეწარმეების მიერ შეთავაზებული ფასები.

ვაცხადებ, თუ ვიღაცეებს უნდათ გზების გადაკეტვა, მიტინგების მოწყობა და განცახადებების გაკეთება იმაზე, რომ მთავრობა მათ ყურადღებას არ აქცევს, რომ ყურძენი ვენახებში ულპებათ და ა.შ, კატეგორიულად ვაფრთხილებ, რომ იქნება ადეკვატური ზომები. დადგნენ, თორემ ორი წლის მოსავლის ფული თბილისში, ციხეში „პერედაჩების“ ტარებაში არ ეყოფათ. ეს არის ჩვენი ცალსახა პოზიცია“,- განაცხადა 2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის შეხვედრის ამსახველი კადრები დღეს გავრცელდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები