მაგათ ამის საჯდომი არ აქვთ – ბიძინა ივანიშვილი ალასანია-სააკაშვილის აუდიოჩანაწერზე

მაგათ ამის საჯდომი არ აქვთ – ბიძინა ივანიშვილი ალასანია-სააკაშვილის აუდიოჩანაწერზე

“ალასანია-სააკაშვილის ჩანაწერს ვუსმინე. რა თქმა უნდა, ავთენტურობა დასადგენია, თუმცა, ისინი დესტაბილიზაციასა და რევანშზე საუბრობენ, მაგრამ მაგათ ამის საჯდომი არ აქვთ. მგლების ხროვასავით რომ იყვნენ, მაშინ აუპატიურებდნენ ხალხს და მაშინ სჩადიოდნენ საშინელ რაღაცებს“, – ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

ეს პატარა კაცები… კარგად თქვა კობახიძემ, სუსტი კაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს – ძალიან კარგი იყო. სააკაშვილი მაღალია, მაგრამ პატარა კაცია. ესენი სუსტი ხალხია. ქვარამიაც, კვესიტაძეც ამ ქვეყნის შვილები არიან. ისე მოვექცეთ, რომ შეიცვალონ და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობა დაიწყონ და არა კატასტროფისკენ მიაქანებდნენ ქვეყანას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ესენი მოვაქციოთ. თუ არ მოექცევიან, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ამჯერად ბიძინა ივანიშვილი “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრანიუსის”, “კავკასიას”, “იბერია TV”-ს წარმომადგენლებს ხვდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები