კოვიდ-კომპონენტით ყველა ჩვენს მოქალაქეს უფასო მომსახურება აქვს

კოვიდ-კომპონენტით ყველა ჩვენს მოქალაქეს უფასო მომსახურება აქვს

კოვიდ-კომპონენტით ყველა ჩვენს მოქალაქეს უფასო მომსახურება აქვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დარღვევის შესახებ ინფორმაცია უნდა დაფიქსირდეს 1505-ზე, რომ სამინისტრომ მიიღოს მოქალაქის პრეტენზია და რეგულირების სამსახურს მიეცეს საშუალება, რომ მასზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს

„ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გარდა კოვიდკომპონენტისა, ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, რომ საყოველთაო დაზღვევით მათ მომსახურების უმეტეს წილზე აქვთ უფასო მომსახურება, თუ არ გავითვალისწინებთ დადგენილებს, სადაც თანაგადახდა 10-20-30%-ია. თუ სხვა შემთხვევაში კლინიკების მხრიდან დაფიქსირდა გადახდის აუცილებლობა ან თანაგადახდის მაღალი მარჟა, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, რომ 1505-ზე დააფიქსირონ ზარი და ჩვენ გვექნება რეაგირება როგორც რეგულირების სააგენტოდან, ისე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკებში ფინანსურ ანაზღაურებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები