კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელი: ორშაბათიდან სამართლებრივ დავას ვიწყებთ

კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელი: ორშაბათიდან სამართლებრივ დავას ვიწყებთ

კლუბ „ხიდის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შრომის ინსპექციის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და ხვალიდან სამართლებრივ დავას იწყებენ.

„მას შემდეგ, რაც 21 თვის განმავლობაში ვიყავით დახურულები, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაგვაჯარიმა 10 000 ლარით და დაგვლუქა. დღეს აღასრულეს ეს პროცედურა, ისე, რომ, ჩვენი მხრიდან არცერთი არ ესწრებოდა ამ პროცესს. ორშაბათიდან დავას ვიწყებთ ამასთან დაკავშირებით, გავასაჩივრებთ როგორც ჯარიმას, ისე, რა თქმა უნდა, დალუქვის საკითხს“, – განაცხადა „ხიდის“ წარმომადგენელმა, სოფო ებრალიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები