“კელი დეგნანზე ნებისმიერი თავდასხმა ან უდიერად მოხსენიება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა“

“კელი დეგნანზე ნებისმიერი თავდასხმა ან უდიერად მოხსენიება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა“

კელი დეგნანზე ნებისმიერი თავდასხმა ან უდიერად მოხსენიება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე კელი დეგნანის მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„კელი დეგნანი არის საქართველოს მეგობარი, საქართველოს უპირველესი მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის წარმომადგენელი და მასზე ნებისმიერი თავდასხმა ან უდიერად მოხსენიება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო კელი დეგნანს, კარლ ჰარცელს, რომლებმაც ლომის წვლილი შეიტანეს მოლაპარაკებების გამართვის პროცესში. რომ არა ისინი, ჩვენ ალბათ ისევ ნიშნულზე ვიქნებოდით, რომელზეც ნოემბერში ვიყავით“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები