კახაბერ გვანცელაძემ უარყო ინფორმაცია, თითქოსდა ხშირია ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დროს ტექნიკური შეფერხება.

კახაბერ გვანცელაძემ უარყო ინფორმაცია, თითქოსდა ხშირია ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დროს ტექნიკური შეფერხება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ უარყო ინფორმაცია, თითქოსდა ხშირია ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დროს ტექნიკური შეფერხება.
როგორც მან აღნიშნულ საკითხზე საუბრისას მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბავშვების რეგისტრაცია დასწრებაზეა და შევსებულ ჯგუფში დამატებით აღსაზრდელის რეგისტრაცია შეუძლებელია.
ამიტომ, მისივე თქმით, მშობელს სათადარიგო ბაღი შერჩეული უნდა ჰქონდეს.
“არის ბაღები, სადაც მაღალი მოთხოვნაა, თუმცა ბაღი ყველა მშობლის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ასეთი ბაღები ძირითადად საბურთალოზე, ვაკის რაიონში და ჩუღურეთშია. აქედან გამომდინარე წარმოიშვება სწორედ ეს უკმაყოფილება. რეგისტრაცია დასწრებაზეა და როდესაც ჯგუფი ივსება, იქ უკვე შეუძლებელია ბავშვის რეგისტრაცია. ამიტომ შემდეგ მშობელმა უნდა მიუთითოს სხვა ბაღი და სადაც თავისუფალი ადგილია, იქ შეეძლება ბავშვის დარეგისტრირებაც. ასე რომ, ტექნიკური პრობლემები არ არის, უბრალოდ, უკმაყოფილებაა ამ კუთხით. ჯგუფების შევსება, ფაქტობრივად, წუთებში ხდება ამიტომ მშობელს სათადარიგო ბაღი, რა თქმა უნდა, შერჩეული უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები