კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს.

კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს.

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს.

„ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაში დაიხარჯება 500 მილიონი ლარი, ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ მოიცავს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ისტორიულ შენობა-ნაგებობებთან, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები არის, ეს არის 20-25 წლის განმავლობაშია დაგროვებული პრობლემები. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ 4 წლის განმავლობაში, რა შესაძლებლობებიც იქნება, რომ მოესწროს რეაბილიტაცია.

შემდგომი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაგრძელდეს, თუმცა, ყველა რაიონშია ასეთი პრობლემა, რომელზეც ახლა იყო საუბარი, სახლები, რომელიც არის ავარიულ, მძიმე მდგომარეობაში. ეს შეიძლება იყოს „ხრუშჩოვკები“, შეიძლება იყოს ისტორიული შენობა-ნაგებობები და შეიძლება იყოს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართები, ეს ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა.

წელსვე ვიწყებთ ორბელიანის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას. ვიწყებთ მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მომავალ წელს ვიწყებთ ასევე გუდიაშვილის მოედნის პროექტის განხორციელებას, ფიროსმანის ქუჩას და ზემო და ქვემო კალა, ასევე, ლესელიძის ქუჩის რეაბილიტაციაც განხორციელდება, რადგან ამ ქუჩას და მიმდებარე უბანს დიდი პოტენციალი აქვს”, – განაცხადა კახა კალაძემ “იბერიას“ ეთერში.

კატეგორიები: Uncategorized

კომენტარები

მსგავსი სიახლეები