კახა კალაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და მისი მოადგილის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა

კახა კალაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და მისი მოადგილის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა

თბილისის მერი კახა კალაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და მისი მოადგილის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კანონის მიღმა გაიხედოს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩნდება გარკვეული კითხვები და ასევე არსებობს აუდიოჩანაწერი მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებით.
გამოძიებაც დაწყებულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მერმა და მისმა მოადგილემ მიიღო, არის სწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კანონის მიღმა გაიხედოს და მიიღოს არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონთან მოდის წინააღმდეგობაში. ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის. ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერთან, ლაშა გოგიასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები