კახა კალაძე ნარიყალას ფერდობზე მიმდინარე სამუშაოებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა.

კახა კალაძე ნარიყალას ფერდობზე მიმდინარე სამუშაოებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა.

თბილისის მერი კახა კალაძე ნარიყალას ფერდობზე მიმდინარე სამუშაოებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა.

როგორც თბილისის მერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისი ორგანოები, ასევე კულტურის სამინისტრო, დაინტერესდება აღნიშნული ფაქტით.

„მინდა, გამოვეხმაურო ნარიყალას ფერდობზე დაწყებულ სამუშაოებს, რომელსაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამ ფაქტმა, რასაკვირველია, გამოიწვია, როგორც მოსახლეობის, ისე თბილისის მერიის უკმაყოფილება.

აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თითქოს არქეოლოგიური კვლევის წარმოების მიზნით. მათ ამის დამადასტურებელი არანაირი ნებართვა არ ჰქონდათ. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა კომპანია, თუმცა ვფიქრობ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისი ორგანოები, ასევე კულტურის სამინისტრო, დაინტერესდება აღნიშნული ფაქტით.

თუ გამოიკვეთება დანაშაული, აუცილებლად აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რადგან საქმე ეხება ჩვენი ქალაქის უმნიშვნელოვანეს ადგილს და ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია,“-განაცხადა თბილისის მერმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები