კახა კალაძე: დაახლოებით, 2 თვეა, დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა, მიუხედავად ამისა, ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია მუშაობა

კახა კალაძე: დაახლოებით, 2 თვეა, დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა, მიუხედავად ამისა, ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია მუშაობა

„კორონავირუსის პანდემიის გამო, დაახლოებით, 2 თვეა, დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუშაობა ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, დაახლოებით, 2 თვეა, დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია მუშაობა და მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. ამ სამუშაოებს გავაგრძელებთ, რადგან ეს ყველაფერი მიმართულია კორონავირუსის პრევენციისთვის. ამ ბრძოლაში თითოეული ჩვენი სამსახურისა და თითოეული ჩვენგანის ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

დღევანდელი მთავრობის სხდომა განსხვავებულ ფორმატში წარიმართება, რადგან ამას არ ესწრებიან გამგებლები, ისინი  თავიანთ რაიონებში არიან ჩართულები პროდუქტების დარიგების პროცესებში და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს, იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები