ჯულიეტო კიეზა დღეს იტალიის ქალაქ ამატრიჩეში გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს.

ჯულიეტო კიეზა დღეს იტალიის ქალაქ ამატრიჩეში გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს.

ცხინვალში კიეზა იტალიურ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, რომელიც დღეს იტალიის ქალაქ ამატრიჩეში გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს.

კიეზამ ასევე აღნიშნა, რომ შეეცდება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტი” ბრიუსელში დაპატიჟოს, რათა ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდეს და მოუყვეს ევროდეპუტატებს ”რესპუბლიკის”, მისი ისტორიისა და ხალხის შესახებ.

”უახლოეს თვეებში ჩემი მიზნის განხორციელება რთული იქნება. ეს იქნება ფუნდამენტური მოვლენა, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდ სკანდალს გამოიწვევს. რამდენიმე დეპუტატი მზად არის მხარი დაგვიჭიროს. ევროპარლამენტის კერძო დეპუტატს აქვს უფლება სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმოს, ამიტომ ჩვენ შევაგროვებთ დეპუტატთა ჯგუფს, რომლებიც პრეზიდენტს ან საგარეო საქმეთა მინისტრს დაპატიჟებენ. მე ძალიან გამიხარდება, თუ ჩვეს ეს გამოგვივა”, – განაცხადა კიეზამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე იტალიაში “სამხრეთ ოსეთის” კულტურის სფეროს წარმომადგენლების ვიზიტები და რამდენიმე პოლიტიკური ღონისძიება, მათ შორის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაიმართება.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები