ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გამართავს

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გამართავს

ჯანდაცვის სამინისტრო იმ ქვეყნებთან, სადაც საქართველოს მოქალაქეები ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ხშირად ჩადიან შეთანხმების მიღწევას გეგმავს, რათა მოხდეს მათთვის შეღავათაინი მომსახურების გაწევა.
ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების დროული აღმოჩენა და მართვის გაუმჯობესება, შესაბამისად, უწყება ეცდება, დანერგოს თანამედროვე მიდგომები.
„ვინაიდან ძალიან დიდია მოქალაქეების მიგრაცია მკურნალობის მიზნით, უწყება შეეცდება, ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს მათთვის შესაბამისი სტანდარტისადა ხარისხის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები