ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩამოვა, რათა ჩინელ მეცნიერებთან ერთად ვირუსის წარმოშობის თაობაზე ერთობლივი სამეცნიერო გამოკვლევა ჩაატარონ“, – განაცხადეს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში.

5 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია იმით, რომ ჩინეთმა კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფი ქვეყანაში ჯერ კიდევ არ შეუშვა.

„დღეს გავიგეთ, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ჯერ არ გასცეს ჩვენი გუნდის ჩინეთში ჩასვლისთვის საჭირო ნებართვები. კონტაქტი მქონდა ჩინეთის მაღალჩინოსნებთან და კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჯანმოს მისია პრიორიტეტულია“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების საკითხის დასადგენად ჩინეთის ქალაქ უხანში იანვარში ჩავლენ.

ჯანმოს გუნდმა დაადგინოს, როგორ გადავიდა კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანზე და ხომ არ დაფიქსირებულა კორონავირუსი მანამდე ქვეყნის რომელიმე სხვა რეგიონში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები