იტალიელმა მეცნიერებმა ახალი რობოტი კენტავრი შექმნეს

იტალიელმა მეცნიერებმა ახალი რობოტი კენტავრი შექმნეს

იტალიელმა მეცნიერებმა ახალი რობოტი კენტავრი შექმნეს. ამის შესახებ Popularmechanics-ი წერს.

93 კილოგრამი წონისა და 150 სანტიმერი სიმაღლის რობოტი მეხანძრეებს ხალხის ევაკუაციაში დაეხმარება.

მას სიმძიმეების აწევა, ხის გადაჭრა და კიბეებზე ასვლაც შეუძლია. Centauro ჰიბრიდული რობოტი სიმბიოტია, რომელიც ადამიანის მიერ იმართება.

კრიტიკულ სიტუაციებში მას 2,5 საათი უწყვეტად მუშაობა შეუძლია. ახალი რობოტის შესაქმნელად 3D პრინტერზე დაბეჭდილი დეტალები გამოიყენეს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები