ისრაელში ექსკურსიაზე წასული ახალგაზრდები ღვარცოფმა იმსხვერპლა

ისრაელში ექსკურსიაზე წასული ახალგაზრდები ღვარცოფმა იმსხვერპლა

ისრაელის ერთ-ერთი სამხედრო სკოლის მოსამზადებელი კურსის სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფი, გუშინ, ექსკურსიაზე იუდეის უდაბნოში გაემგზავრა, სადაც, ტრაგიკული შემთხვევის გამო, 10 ახალგაზრდა გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, იუდეის უდაბნოში ექსკურსიის დროს, კოკისპირული წვიმა დაიწყო, რამაც ღვარცოფი გამოიწვია. უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა, 10 მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ჯგუფის დანარჩენი წევრები მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს სამშვიდობოს.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ებრაულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯგუფის გიდი და სკოლის დირექტორი, რომელმაც ექსკურსია დაგეგმა, ისრაელის პოლიციამ დაუდევრობით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავა. მათი დაკითხვა პოლიციაში მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა. პარასკევს დილით კი, პოლიციამ ორივე მათგანს ოფიციალურად ბრალი წაუყენა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე, ხელისუფლებამ მოსახლეობა არაერთხელ გააფრთხილა, არასტაბილური მეტეოროლოგიური პირობების გამო, მკვდარი ზღვის რეგიონს და იუდეის უდაბნოს მორიდებოდნენ. გაფრთხილებების მიუხედავად, სამხედრო სასწავლებლის მოსამზადებელი კურსის დირექტორმა, ხსენებულ რეგიონში, ექსკურსია მაინც დაგეგმა, რაც ტრაგედიით დასრულდა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები