ირაკლი კობახიძემ მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს და აღნიშნა, რომ ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, რათა ყველაფერს ნათელი სწრაფად მოეფინოს.

ირაკლი კობახიძემ მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს და აღნიშნა, რომ ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, რათა ყველაფერს ნათელი სწრაფად მოეფინოს.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე, პარლამენტს კომუნიკაცია ექნება შსს-სთან და ეს საქმე მათი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება.

ირაკლი კობახიძემ მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს და აღნიშნა, რომ ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, რათა ყველაფერს ნათელი სწრაფად მოეფინოს.

„ნამდვილად, განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო, როცა საქმე ეხება ადამიანის დაღუპვას ასეთ ვითარებაში, სადაც პოლიცია არის ჩართული და ბუნებრივია, ეს საქმე იქნება პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რა ბერკეტის გამოყენებაც იქნება საჭირო პარლამენტის მხრიდან იმისათვის, რომ ყველაფერს სწრაფად მოეფინოს ნათელი, ეს ბერკეტები აუცილებლად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში და აღნიშნა, რომ ამ პროცესში თავად აქტიურად იქნება ჩართული.

რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძის პლატოზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელსაც არეულობის გამო, პოლიცია დაკავებას უპირებდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და დაიღუპა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები