ირაკლი კობახიძე მოსაზრებებს საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მიერ შავი ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით გამოეხმაურა

ირაკლი კობახიძე მოსაზრებებს საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მიერ შავი ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით გამოეხმაურა

„პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული არის პრობლემა. რუსული, ფრანგული თუ იტალიური, შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსაზრებებს საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მიერ შავი ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით.
“ეს არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა, რითაც უნდა დაკავდნენ შესაბამისი უწყებები. პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული არის პრობლემა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმაში, რომ იყო პასიური. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა არადეკლარირებული თანხების კონტროლი, თუმცა ეს არის გამოწვევა, რომელსაც ყველა უნდა ვებრძოლოთ”,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ წინასწარ შეფასებებსაც გამოეხმაურა.
“ჩვენ ყურადღებით გავეცნობით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და რეკომენდაციებს. საერთო სურათი არის ის, რომ არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში. დაფინანსებასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და ერთხელ კიდევ გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, დეკლარაციები არ ასახავს პარტიების რეალურ შემოსავლებს და ხარჯებს. ოპოზიციური პარტიები თავს იკავებენ ამისგან, რასაც აქვს თავისი სუბიექტური მიზეზები“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები