ირაკლი კობახიძე: მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს ციხიდან

ირაკლი კობახიძე: მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს ციხიდან

გვესმის მუდმივად საუბარი, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ორ კანონპროექტს შორის პრინციპული სხვაობა არ არის.

„გვქონდა განხილვა ამ კანონის და პრინციპში არსებითად პოზიციები არის ერთგვაროვანი, იქ ჩანდა, რომ ოპოზიციონერების გარკვეულ ნაწილს თვითმიზანი ჰქონდა, რომ არ მიღწეულიყო შეთანხმება ერთიან კანონპროექტთან დაკავშირებით, თორემ რეალურად არანაირი პრინციპული განსხვავება ორ კანონპროექტს შორის არ არის. ერთიც და მეორეც ითვალისწინებს რეალურად ყველა იმ საქმის ამნისტირებას, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე კანონპროექტში უზრუნველყოფილია ის, რომ ამნისტია არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების დანაშაული ჩაიდინეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები