“იმდენი საქმე გვაქვს, რომ ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, „ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო გეგმებზე, მიზნებზე და თუ რას გააკეთებენ, ამაზე დავხარჯო”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომ როგორმე დესტრუქცია, არეულობა, დაძაბულობა და დაპირისპირება მოაწყონ.

„ეს არის დესტრუქციული ძალა. შეუძლებელია, რაიმე შეფასებები გააკეთო ამ ძალასთან მიმართებით იმიტომ, რომ მათი ძირითადი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის, რომ როგორმე დესტრუქცია, არეულობა, დაძაბულობა, დაპირისპირება და ა.შ. მოაწყონ. თუმცა, ცხადია, ეს მათ არ გამოუვათ, რაც  უნდა ეცადონ.

მათ აქვთ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი მოსაზრება. თუნდაც, ჩაატარონ შეკრებები, შეიძლება, ეს იყოს ცოტა ხალხით, მაგრამ ჩაატარონ თავიანთი მიტინგი. არანაირი პრობლემა არ არის. კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ყველაფერი შეუძლიათ მათ, აწარმოონ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები