ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რუსეთის მოქმედებების პასუხად, ალიანსის სამხედრო ყოფნა უკვე გაძლიერდა შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონში. „ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალის მნიშვნელოვან გაძლიერებას, ვხედავთ, რომ რუსეთი დიდ ინვესტიციებს დებს ფართო სპექტრის შეიარაღების სისტემებში, მათ შორის ბირთვულ იარაღში და ჩვენ რეალობაში ვხედავთ, რომ რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით მოახდინა ჯერ მეზობელი უკრაინის ყირიმის უკანონო ანექსია და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ჩვენ რადიოსთან ინტერვიუში.
იენს სტოლტენბერგი პარასკევს იმყოფებოდა სოფიაში, სადაც აღინიშნა ბულგარეთის ნატოში გაწევრიანების მე-15 წლისთავი. ნატოს გენერალურმა მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ ალიანსის კარი ღიაა და ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ შეძლებს გავლენა მოახდინოს კონკრეტული ქვეყნის არჩევანზე და ალიანსის გადაწყვეტილებაზე.
მსგავსი სიახლეები
ტაილანდმა აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებისთვის შუამავლობა შესთავაზა. ამის შესახებ გაზეთი Nation იუწყება.
