იაგო ხვიჩია – ამის შემდეგ მელიას ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, გამძლეობაში ვარჯიშია

იაგო ხვიჩია – ამის შემდეგ მელიას ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, გამძლეობაში ვარჯიშია

ჩემი აზრით, მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება ძირითად პუნქტებზე მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, ციხეში ჯდომა გამძლეობაში ვარჯიშია, რამდენ ხანს გავძლებთ ციხეში. ამას პოლიტპატიმრობასთან კავშირი არ აქვს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ გირაოს იხდის, რათა გარეთ გამოვიდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ლელოს“ მცდელობას, რომ კიდევ ერთი გზა იპოვოს, მხოლოდ მივესალმები. ევროკავშირი თავდებად ჩაგიდგება, თუ გირაოს გადაგიხდის, პრინციპულად ერთი და იგივე საკითხია, ორივე საპატიოა და ორივეს უნდა დაეთანხმო. არ მესმის, პირველის არდათანხმების ამბავი. მეორე თუ გამოვა და ევროპარლამენტარები დაეთანხმებიან, იქნება გზა და იმედია, ეს გზა მაინც იქნება წარმატებული, თორემ ნებისმიერი გზა, რომელიც ნიკა მელიას გარეთ აღმოაჩენს, მისასალმებელია, რა თქმა უნდა, თუ თვითონ უნდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები