“გუშინ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა”

“გუშინ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა”

პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკშვილის ფსიქოლოგიური განწყობა ძალიან მძიმეა. გიული ალასანიამ გააკრიტიკა პოლიტიკური სპექტრის ნაწილის მოსაზრებაც იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ ოპოზიციური მოძრაობა დააზიანა:

ახლა მე, მაგალითად, გაოგნებული ვარ იცით, რით? გუშინ უცებ მოვისმინე ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამ გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ,” – განაცხადა გიული ალასანიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები