გურამ ნიკოლაშვილი: არასამთავრობო სექტორი “რუსთავი2”-ის დირექტორის მესიჯბოქსისა და ნარატივის გამხმოვანებელ მოლაპარაკე თავებად იქცა

გურამ ნიკოლაშვილი: არასამთავრობო სექტორი “რუსთავი2”-ის დირექტორის მესიჯბოქსისა და ნარატივის გამხმოვანებელ მოლაპარაკე თავებად იქცა

„ეს განაჩენი არის არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, ეს არის განაჩენი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგაც, რომლებმაც “რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ხანგრძლივი დავისას, ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს დისტანციისა და ნეიტრალურობის დაცვა, მეტიც, უფრო და უფრო გააძლიერეს მისი დაცვა და არხის დირექტორის მესიჯბოქსისა და ნარატივის გამხმოვანებელმოლაპარაკე თავებად იქცნენ”, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში – „ევროპული გაკვეთილი საქართველოს“ წერს.

ნიკოლაშვილი განსაკუთრებით საინტერესოდ მიიჩნევს არასამთავრობო სექტორის როლს, რომლებმაც მისი თქმით, კარგად უწყოდნენ “რუსთავი 2”-ის ქარტეხილიანი თავგადასავლის შესახებ, იყვნენ თვითმხილველები ამ არხის მფლობელების ცვლისა, მედიის აღნიშნული ფლაგმანის პროპაგანდისა და რუპორად ქცევის ისტორიისა.

„2012 წლის 1 ოქტომბრის მარცხის შემდეგ, არხმა მყისიერად შეცვალა სარედაქციო პოლიტიკა, როგორც დამარცხებულმა მხარემ და მოირგო ნეიტრალური კრიტიკული ტელევიზიის ნიშა. არხის მესაკუთრის შესანარჩუნებლად, ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო, ვინაიდან მალევე დაიწყო საუბარი არხის ლეგიტიმური მესაკუთრის გამორკვევის თაობაზე. არასამთავრობო სექტორს არხმა შესთავაზა სატყუარა იდეოლოგიური მესიჯის სახით – „ქვეყანაში მნიშვნელოვანია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, დასავლური ღირებულებების დამცველი მაუწყებლის არსებობა“. ეს იყო ის პარადიგმა, რომელიც ხალისით მოირგეს ცალკეულმა უფლებადამცველებმა და დაიწყეს ძალადობის მთავარი ინსტრუმენტის დაცვა”, – წერს ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, „ნაცვლად ობიექტური მსაჯულობისა, ნაცვლად მეთვალყურე ძაღლის ფუნქციისა, ნაცვლად ნეიტრალური პოზიციისა, არასამთავრობო სექტორი გახდა მხარე ამ დავაში. ისინი გადალაგდნენ სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე, როგორიც იყო „ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის ბალანსის შენარჩუნება“, ზემოხსენებული „თავისუფალი მედიის არსებობის დაცვა“ და გახდნენ მიკერძოებული, ღია ან ფარული მოკავშირეები “ნაცმოძრაობის” ახალი ნარატივისა- „არა რუსეთს, არა ოკუპაციას“, რომლის ეგიდითაც უნდა განხორციელებულიყო მათი დაბრუნება ხელისუფლებაში, მათი პოლიტიკური რევანში.

„ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უერთგულეს და გაჰყვნენ ნიკა გვარამიას მის პოზიციებში, საჯარო განცხადებებში, მის სარედაქციო პოლიტიკაში, მის ბრძოლაში რევანშისთვის, რისთვისაც იგი არ მოერიდა არც გინებას, არც სიძულვილს, არც სასამართლოზე თავდასხმას, არც შეურაცხყოფას, არც პიროვნებათა დამცირებას. ისინი თავისი, შედარებით დავარცხნილი რიტორიკით, ზურგს უმაგრებდნენ “რუსთავი 2”-ს, მიუხედავად ცალკეული ჩასწორებებისა ცალკეულ გამონათქვამებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი კავშირი სასამართლო განხილვებისას.

ამონარიდი პრესრელიზიდან:

„სასამართლომ ერთხმად უარყო, როგორც მიუღებელი, “რუსთავი 2”-ის მიერ წარდგენილი ყველა სარჩელი,, მათ შორის, მათი ბრალდებები, რომ სასამართლო წარმოება იყო სახელმწიფოს მიერ მართული კამპანია, სატელევიზო არხის გასაჩუმებლად.
სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე მომუშავე მოსამართლეების მიმართ საჩივრებმა ფაქტებთან და სამართალთან დაკავშირებით, სერიოზული საკითხები დააყენა, რაც არსებით შესწავლას საჭიროებს.
სასამართლომ იურისდიქციის თითოეული დონე ცალ-ცალკე განიხილა და დაადგინა, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აკლდა არც დამოუკიდებლობა და არც მიუკერძოებლობა.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია იმის მტკიცება, რომ მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო მის შვილზე გავლენის მოხდენის მიზნით.

გარდა ამისა, სასამართლომ ვერ დაინახა რამე ისეთი, რომ მიეჩნია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან მეტისმეტი სიახლოვე, რომელიც იყო ერთ-ერთი მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს.“

„როგორც ჩანს, ეს სექტორი ვერ ახერხებს ბოლომდე გაიაზროს სტრასბურგის გადაწყვეტილების მთელი სიღრმე და სიმძაფრე. როგორც ჩანს, ისინიც ჯერ ისევ შოკში არიან, არ უჯერებენ თვალებს, რასაც კითხულობენ შავით თეთრზე და ალბათ, ისინიც ცდილობენ, იპოვნონ რაიმე ისეთი ლოგიკური ახსნა, რაც არ გამორიცხავს აქამდე წლობით ნაშენებ მესიჯბოქსს არხის ქმედებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. მათ უნდა გააცნობიერონ ეს და გადახედონ საკუთარ ქმედებებს, საკუთარ რწმენას, საკუთარ საქციელს, როდესაც დაიჯერეს და გამიჯნეს “რუსთავი 2” პოლიტიკური პარტიისგან”, – წერს ნიკოლაშვილი და დასძენს, რომ ჯერჯერობით რევიზიის ნიშნები არ ჩანს.

“მეტიც, ისინი მოქმედებენ ინერციით და კერძო არხის შენარჩუნებას ახლა უკვე ე.წ. საზოგადოებრივი საბჭოს მეშვეობით ცდილობენ. და რას ინარჩუნებენ ამ საბჭოთი? სარედაქციო პოლიტიკას? რომელს? იმ სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც სიძულვილზე, დესტრუქციაზე, პოლიტიკურ რევანშიზმზე იყო აგებული და რომელიც მთლიანად გააცამტვერა სასამართლოს ვერდიქტმა? ნუთუ აღარ უნდა დარჩეს ზღვარი მათსა და “რუსთავი 2”-ის ზონდერ-ჟურნალისტებსშორის? სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „ზონდერის“ ნაცისტური შეფერილობა და შესაბამისად, დაუშვებლობა მკვეთრადაა ხაზგასმული სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

ამონარიდი პრესრელიზიდან:

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძე „ზონდერ-მისამართლედ“ (რომელსაც აქვს ნაცისტური კონოტაცია) და გამოიყენა ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „მიწა დაიწვება მოსამართლის ქვეშ“, „გაუნათლებელი“, „კორუფციონერი“, „მარიონეტი“, „თემიდის ფსევდო მსახური“, „ნაჯახით აღჭურვილი“, „დაქირავებული“, „არამზადა.“ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს კრიტიკა სასამართლო დარბაზში არ გამოუთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ეს გააკეთა გავლენიანი მედიის, „რუსთავი 2“-ით და არც დაუმალავს მოსამართლის პროვოცირებისა და მისი აცილებისთვის პირობების ხელოვნურად შექმნის განზრახვა.“

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები