გულწრფელად რომ გითხრათ, მიხეილ სააკაშვილი არ მაინტერსებს სად წავა და რას იზამს

გულწრფელად რომ გითხრათ, მიხეილ სააკაშვილი არ მაინტერსებს სად წავა და რას იზამს

გულწრფელად რომ გითხრათ, მიხეილ სააკაშვილი არ მაინტერსებს სად წავა და რას იზამს, – ამის შესახებ პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განცხადებით, სააკაშვილი ბრალდებულია და შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში.

„მე როგორც ვიცი, ის ბრალდებულია და შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში. შესაბამისად, მისი ექსტრადირების საკითხი კანონმდებლობაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს, პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. სააკაშვილი უკრაინაში შესვლას კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან აპირებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები