გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი გაკეთებული მიმართვა სწორი იყო.

გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი გაკეთებული მიმართვა სწორი იყო.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში – გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი გაკეთებული მიმართვა სწორი იყო.
როგორც ხაინდრავამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აღნიშნული საკითხით სპეკულირებს, რაც ხაინდრავას შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.
„გიორგი კვირიკაშვილმა აჩვენა, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებშიც ადამიანური თვისებები ბევრად უფრო წინ უსწრებს კარიერულ, პოლიტიკურ თვისებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის მიხვდა, რომ პოლიტიკური კონიუქტურა, რომელიც დღეს მოქმედებს, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს იმ ტრაგედიის რაღაცნაირად გაქარწყლებას, რომელიც ტატუნაშვილების ოჯახშია. ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი ძალიან მძიმე ტრაგედიაა და ასეთი არაერთი ტრაგედიის მომსწრე ვყოფილვარ იმ სამი წლის განმავლობაში, როდესაც სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, თუმცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ის აყალმაყალი რაც მოვისმინეთ ეს არის ნამდვილი მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ისინი საკუთარი სახელმწიფოს მდგრადობას ებრძვიან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ხაინდრავა თვლის, რომ ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები