გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის, ვისაც ის წარმოადგენს.

საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული პატივია არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ენიჭება, არამედ იმ ქვეყნისთვის ვისაც ის წარმოადგენს. ყველა ჯილდოზე მეტი კი, საკუთარი სამშობლოსთვის გაკეთებული საქმეა. ამ საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები