გია ვოლსკი: ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკურ ოლიმპზე მყოფი ადამიანი არაა, პოლიტიკური მიზნისთვის ხელისუფლება რომ ედავოს

გია ვოლსკი: ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკურ ოლიმპზე მყოფი ადამიანი არაა, პოლიტიკური მიზნისთვის ხელისუფლება რომ ედავოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლების შეფასებას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკური ფიგურა არ არის, რომელსაც შეიძლება, ხელისუფლება რაღაც მიზნისთვის ედავებოდეს.
„რასაკვირველია, ვერ შეძლებენ ვერც კადრების გაქრობას, ვერც შეტევისა და შტურმის, სადაც ის მონაწილეობდა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ შესაბამის განცხადებებსაც აკეთებდა. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები რა განცხადებებს აკეთებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი საკითხია დასადგენი – არის თუ არა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილი. თუ ნამდვილია, ოქრუაშვილს არ ამართლებს ის, რომ უკანონო გზებით ფული მოიპოვა და მას „რუსთავი 2-ის“ შესაძენად გადასცა. თუ ეს ხელმოწერა ნამდვილი არ არის, ოქრუაშვილი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, რადგან თაღლითობის სხვა მეთოდია. ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკურ ოლიმპზე მყოფი ადამიანის ფიგურას არ წარმოადგენს, რომელსაც შეიძლება, რაღაც პოლიტიკური მიზნისთვის ხელისუფლება ედავოს. ფაქტი სახეზეა და ამის უარყოფა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.
პიროვნული დამცირება არ მინდა, მაგრამ რეალობა ასეთია – ოქრუაშვილი პოლიტიკური ლიდერია, ინდულგენცია არ ეკუთვნის. ოქრუაშვილი შიგნით იქნება თუ გარეთ, რას იზამს – პარტიას გაამრავლებს, თუ კიდევ უფრო მეტ სისულელეს იტყვის, რაც აქამდეც საკმაოდ ბევრი თქვა?! რასაც ეგ ადამიანი თავის თავზე საუბრობს, მაშინაც კი არ მინახავს, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიჭირა და თავის გასათავისუფლებლად ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. იმასთან შედარებით, რაც ილაპარაკა, ეს გაცილებით უფრო დიდი და მრავალფეროვანია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები