გია გაჩეჩილაძე: ისევ ბიძინა ივანიშვილი თუ დაარეგულირებს სიტუაციას

გია გაჩეჩილაძე: ისევ ბიძინა ივანიშვილი თუ დაარეგულირებს სიტუაციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ გუნდში ვინმეს ყოფნა არ ყოფნა, ჯერ პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს.
მისივე შეფასებით, სჯობს მთლიანობა იყოს შენარჩუნებული, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ვისაც პარტიაში ყოფნის სურვილი არ აქვს, ძალით ვერავინ გააჩერებს.
“ჯობია მთლიანობა იყოს შენარჩუნებული მაგრამ ვისაც სურვილი არ აქვს ძალით ვერ დააკავებ. პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს ჯერ და შემდეგ უმრავლესობაზე გამოვიდეს ეს საკითხი”, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
​რაც შეეხება გუშინ, თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ვისაც დარჩენა არ სურს პარტიაში მათთვის კარი ღიაა გაჩეჩილაძემ აღნიშნულ განცხადებას სამწუხარო ფაქტი უწოდა.
მისივე თქმით, ​გუნდში არსებული სიტუაციის დარეგულირებას “ისევ ბიძინა ივანიშვილი თუ მოახერხებს”.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები