“ეს არის უსინდისო ფარისევლობა, ასეთი ქცევა ამორალურია…” – ზურაბ ჯაფარიძე “ნაციონალებზე”

“ეს არის უსინდისო ფარისევლობა, ასეთი ქცევა ამორალურია…” – ზურაბ ჯაფარიძე “ნაციონალებზე”

გუშინ, პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ენმ-ს კანაფის თემით  სურს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და „საპატრიარქოსთან ჩახუტება“. ჯაფარიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფარისევლები არიან.

ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი კიდევ ერთხელ განმარტა.

 „მე სტატუსი დავწერე იმის გამო, რომ ვნახე დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი, რომლებიც აგრძელებენ აღვირახსნილი პროპაგანდას, მათ გადაწყვიტეს, რომ კანაფის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა – პოლიტიკურად მომგებიანია და ასევე, გადაწყვიტეს, “ჩაეხუტონ” საქართველოს საპატრიარქოს, ამით წინასაარჩევნოდ ხმების მოპოვებას ცდილობენ. ჩემი აზრით, ეს არის უსინდისო ფარისევლობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თვითონ მოიხმარენ მარიხუანას. ამას გამოვეხმაურე უბრალოდ, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი ფარისევლები, ასეთი ქცევა ამორალურია, გინდ პოლიტიკოსი იყავი და რაც გინდა ის იყავი…“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები