ექიმის განცხადებით, “ბასიანთან“ დაჭრილ ორ პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ერთმა კი სტაციონარი უკვე დატოვა

ექიმის განცხადებით, “ბასიანთან“ დაჭრილ ორ პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ერთმა კი სტაციონარი უკვე დატოვა

ალადაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმატოლოგის, სულხან სამხარაძის განცხადებით, კლუბ “ბასიანთან” დაჭრილ ორ ადამიანს ოპერაციული ჩარევები დასჭირდა და ამჟამად მკურნალობის კურსს გადიან. ხოლო მესამე დაშავებულმა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, სტაციონარი უკვე დატოვა.

“შემთხვევის ადგილიდან შემოვიდა სამი პაციენტი. ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. იყო ქვედა კიდურების ჭრილობები, ერთ პაციენტთან ზურგის მიდამოს ჭრილობა. ორი პაციენტი რჩება სტაციონარში დაკვირვების ქვეშ, მათ დასჭირდათ ოპერაციული ჩარევები. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, შედარებით მსუბუქი და მან უკვე დატოვა სტაციონარი. ამჟამად გადიან მკურნალობის კურსს და არიან დაკვირვების ქვეშ”,- განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, კლუბ „ბასიანთან“ სროლის შედეგად სამი პირი დაიჭრა. შსს-მ მომხდარზე ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები