ემზარ კვიციანი: კითხვა დაისვა – რატომ არ გაგვაფრთხილეთ, რა ტყვიებს გვესროდითო, თვითონ რა, გაგაფრთხილეს, შტურმზე გადმოვდივართო ?!

ემზარ კვიციანი: კითხვა დაისვა – რატომ არ გაგვაფრთხილეთ, რა ტყვიებს გვესროდითო, თვითონ რა, გაგაფრთხილეს, შტურმზე გადმოვდივართო ?!

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ​მან შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს კითხვით მიმართა.

„ხელში მიჭირავს ბროშურა, სადაც არის პროტოკოლი გაწერილი ოთხ ენაზე და მთელმა საქართველომ გაიკვირვა რატომღაც, გავრილოვი როგორ მოხვდა აი, ამ სკამში, სადაც ახლა ჩემი მეგობარი ზის და მიჰყავს სხდომა. ვინ შეადგინა ეს პროტოკოლი და თქვენი სამსახურის როლი აი, ამ პროტოკოლის შედგენაში. დაისაჯა ვინმე? მოეკითხა ვინმეს? მიდის მოკვლევა საერთოდ? ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. უყურებთ, ვინ გამოიყენა ეს, გამოიყენა იმ ხალხმა, ვისთვისაც იყო ეს გაკეთებული და ვის გასაძლიერებლადაც.

​ბატონო ვახტანგ, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ პიროვნულად, მაგრამ ამ საქმეში თქვენ ისინი მიუშვით იქამდე, რომ შტურმზე გადავიდნენ. იქ დახვდათ გახარია და შეაჩერა.

გუშინ კითხვა მოვისმინე ერთი ასეთი : რატომ არ გაგვაფრთხილე, რა ტყვიებს გვესროდითო. თვითონ რა, გაგაფრთხილეს, შტურმზე რომ გადმოდიოდნენ?

გახსოვთ ალბათ, 2006 წელი. განცხადება გავაკეთე, კოდორის ხეობაში ვიყავით სულ ხუთი კაცი, რომ არ შეიძლება აქ შემოსვლა და ჯარის შემოყვანა, რადგან დაიკარგება, ლეგიტიმაციას აძლევ რუსეთს, რომ შემოვიდეს ხეობაში, გვაქვს ოთხმხრივი შეთანხმება საერთაშორისო-მეთქი. ამის გულისთვის დამაბრალეს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, უკანონო შეიარაღებული ფორმირებებით, რომელიც თვითონ შექმნეს. ჯერ შეაიარაღეს ბრაკონიერი მონადირე, შემდეგ გააუქმეს და იარაღი დაუტოვეს“, – განაცხადა კვიციანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები