ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებზე – კონკრეტული პირები არ დამისახელებია, ზოგადად დავასახელე პირთა წრე

ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებზე – კონკრეტული პირები არ დამისახელებია, ზოგადად დავასახელე პირთა წრე

იგივე პოზიცია მაქვს ჩემს ეჭვებთან დაკავშირებით, ზოგადად დავასახელე პირთა წრე „ნაციონალური მოძრაობიდან“ დაწყებული, მათ შორის ისინიც, ვინც ამ ღია კონფლიქტში შემოვიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ამ საქმეზე უკვე მაქვს დაზარალებულის სტატუსი და ეს დადგენილება გაფორმებულია. კანონით არის დადგენილი, რომ წინასასამართლო სხდომამდე 10 დღით ადრე ვეცნობი მასალებს და ველოდები ამ დროს. ვინ დაგეგმა ეს მძიმე დანაშაული ეს გამოძიებამ უნდა გვითხრას. მე არც ერთ ეტაპზე კონკრეტული პერსონები არ დამისახელებია, როგორც ეჭვმიტანილი პირები. მე მაქვს ჩემი ვარაუდები და არ შემიცვლია. იგივე პოზიცია მაქვს ჩემს ეჭვებთან დაკავშირებით, ზოგადად დავასახელე პირთა წრე „ნაციონალური მოძრაობიდან“ დაწყებული, მათ შორის ის პირებიც, ვინც ამ ღია კონფლიქტში შემოვიდნენ. პერსონალურად არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ, მაგრამ მე მაქვს ჩემი ჩამონათვალი, ვინ შეიძლება არ გამოირიცხოს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს გვარები ან გვარი, ვინ დაგეგმა ეს დანაშაული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები