დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგითი შეხვედრა დღეს გაიმართება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგითი შეხვედრა დღეს გაიმართება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგითი შეხვედრა დღეს გაიმართება. კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, სხდომის ჩატარება ორი უბნის კომისიის წევრებისა და ოლქის თავმჯდომარეების მონაწილეობით იგეგმება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ კომისიის წევრები დღის განმავლობაში დაახლოებით 15 ადამიანისგან მიიღებენ ახსნა-განმარტებებს იმასთან დაკავშირებით თუ რა პროცესები მიმდინარეობდა არჩევნების დღეს.

საზოგადოებას კვლავ ექნება შესაძლებლობა სხდომას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი. მომავალი კვირის დასაწყისში პარლამენტში უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელოდებიან, რომელთანაც კომისიას კონკრეტული შეკითხვები ექნება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები