დღეს, მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება

დღეს, მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება

დღეს, მთაწმინდის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი N13 შალვა შავგულიძე და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი N41 ვლადიმერ კახაძე მიიღებენ მონაწილეობას. ​
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად, სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი. ​​ არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას იმავე საარჩევნო უბანზე აძლევენ, რომელიც მათთვის 19 მაისის არჩევნებისთვის გაიხსნა და სადაც მათ კენჭისყრაში მონაწილეობა პირველ ტურში უკვე მიიღეს.
​ცნობისათვის, 9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად, აკრედიტაცია 45 მედიაორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა გაიარა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები