დედაენის ბაღში გახსნილი საახალწლო ქალაქი სტუმრების მისაღებად მზად არის

დედაენის ბაღში გახსნილი საახალწლო ქალაქი სტუმრების მისაღებად მზად არის

დედაენის ბაღში გახსნილი საახალწლო ქალაქი სტუმრების მისაღებად მზად არის. საახალწლო ქალაქში გამართულ ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.  ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად,  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ,  საკრებულოს წევრები და პარლამენტის დეპუტატები იმყოფებოდნენ.

საახალწლო ქალაქი ვიზიტორებს 24 დეკემბრიდან  7 იანვრის ჩათვლით, დილის 10 საათიდან  ღამის 12 საათამდე,  მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით უმასპინძლებს. კერძოდ, დედაენის ბაღში გაიხსნა საახალწლო ბაზრობა , კინოს მოყვარულთათვის ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი. ყოველდღე 12 საათიდან, საღამოს 6 საათამდე სხვა ღონისძიებებთან ერთად სპეციალურად პატარებისთვის, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. გარდა ამისა, დაგეგმილია საახალწლო სპორტული აქტივობები, იფუნქციონირებს სახელოსნოები და დაინტერესებული პირებისთვის მოეწყობა “ვორქშოფები”.

დედაენის ბაღში  ყოველდღიურად ქართველის მომღერლების  საახალწლო კონცერტები გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას  რობი კუხიანიძე და ჯგუფი Outsider, ბასტი ბუბუ, პარა ორკესტრი და დათუნა ალადაშვილი, „ბლექ მაროუზი” და  ჯგუფი „რეზო და ბავშვები” მიიღებენ.

21:00 საათიდან  00:00 საათამდე დრო კი, ალტერნატიული მუსიკისა და დიჯეების კონცერტებს დაეთმობა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები